ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ლაგოდეხის #15,15 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა კობერიძემ ხმათა 54.8% დააგროვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი მოსეშვილმა – 28,53%, ხოლო „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა ჯემალ მაჭარაშვილმა – 16,67%.