თელავში-ყვარლის ოლქში არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგო
მას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 69,46 %-მა დაუჭირა მხარი.
,,რამდენიმე საჩივარი დაიწერა უბნებზე, თუმცა ძალიან უსაფუძვლოდ. არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც უფრო გაგვაძლიერებს. ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებულები ვიყავით“, – განაცხადა სესიაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა კი ხმათა 30,54% აიღო.
,,დარწმუნებულები ვიყავით, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველა ძალას გამოიყენებდნე რათა ჩემი ოპონენტისთვის დაეჭირათ მხარი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველოას”, – აღნიშნავს ბოტკოველი.
თელავის ოცდამეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში 47 საარჩევნო უბნიდან ყველა დათვლილია.