დავით სონღულაშვილი – ეს მნიშვნელოვანი საქმიანობის დასაწყისია
მისი შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა დემოკრატიულ და თანაბარ პირობებში.
,,ამომრჩეველს მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში უპრეცენდენტო აქტივობისთვის. ეს არჩევნები კიდევ ერთი გამოცდა იყო ჩვენი ქვეყნისათვის სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, რომელიც საქართველომა წარმატებით გაიარა, თქვენი, ამომრჩევლის აქტიურობისა და გონივრული არჩევანის დახმარებით.
დღევანდელი გამარჯვება არ არის პროცესის დასასრული. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობის დასაწყისია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ჩემი პარლამენტის წევრობა და საქმიანობა მომავალი 4 წლის მიმართული იქნება იმაზე, რომ ჩვენი ყველა დაპირება, ყველა ინიციატივა თუ პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაგაცანით, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ თქვენთვის. მე თქვენი წარმომადგენელიც ვარ პარლამენტში და თქვენს სამსახურშიც ვიქნები”, – განაცხადა სონღულაშვილმა.