სტატიები

კახეთის ხუთივე ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, კახეთის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. საგარეჯოს #23 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს რომან მუჩიაშვილს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 79,18%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 20,82%-მა მისცა ხმა. 
გურჯაანის #24 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ხმათა 78,54% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ღვინიაშვილმა კი – 21,46%.
ლაგოდეხის #26 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილს საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 75,57%-მა მისცა ხმა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატს გურამ კაკალაშვილმა კი 24,43%-მა გამოუცხადა ნდობა.
თელავის #27 მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 69,46 %-მა დაუჭირა მხარი,
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა კი ხმათა 30,54% აიღო.
ახმეტის #28 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა ხმათა 73,83% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს შაქრო ტერტერაშვილს კი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 26,17%-მა დაუჭირა მხარი. 
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. საქართველოს მასშტაბით, კენჭისყრა 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 იყო. მეორე ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 929 265-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 37,5%-ია.