ახალი ამბები

ირაკლი სესიაშვილი – რამდენიმე უბანზე წინასწარი შედეგებით დამაჯერებლად ვიგებ

როგორც knews.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, რამდენიმე საარჩევნო უბნიდან წინასწარი მონაცემებით აშკარა უპირატესობით იმარჯვებს. 

“არჩევნებმა მაღალ დონეზე და ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა სულ 6 საჩივარი, რომელიც უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. რამდენიმე უბანზე წინასწარი შედეგებით დამაჯერებლად ვიგებ”, – განუცხადა knews.ge-ს სესიაშვილმა.

თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი პარტიიდან ირაკლი სესიაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბოტკოველი. არჩევნების მეორე ტური აღნიშნული ოლქის გარდა, კახეთის 4 ოლქში იმართება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი 50%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ დედოფლისწყარო-სიღნაღის დეპუტატობის კანდიდატმა, კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა შეძლო. მას მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 54%-მა.