გელა სამხარაული ენმ-ს ბრალდებაზე – არ ვიცი რა არის ე.წ. კარუსელი
როგორც knews.ge-ს სამხარაულმა განუცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იგი გამორიცხავს ახმეტაში არჩევნების გაყალბებას და, ასევე, არ ფლობს ინფორმაციას რა არის ე.წ. საარჩევნო კარუსელი.
“ხმის მიცემის პროცედურამ მშვიდად ჩაიარა. ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა. გამოვრიცხავ არჩევნების გაყალბებას. ნამდვილად არ ვიცი რა არის ე.წ. კარუსელი. მე ვიცი, რომ კარუსელი ატრაქციონის ერთ-ერთი სახეა. ასევე დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ამომრჩეველზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ეს ტენდენცია წარსულს ჩაბარდა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში მე გავიმარჯვებ”, – განუცხადა knews.ge-ს სამხარაულმა.
“ერთინი ნაციონალური მოძრაობის” ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შაქრო ტერტერაშვილის განცხადებით, ახმეტაში ხმის მიცემის პროცედურა არჩევნების გაყალბების და ამომრჩევლის დაშინების ფონზე წარიმართა.