ენმ – ახმეტაში არჩევნებმა ამომრჩევლის დაშინების და გაყალბების ფონზე ჩაიარა
როგორც knews.ge-ს ტერტერაშვილმა განუცხადა, მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება საარჩევნო უბნებზე აქტიურად იყენებდა კარუსელს. მისივე ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერებზე უხეში ზეწოლა განხორციელდა.
“ჩვენს მხარდამჭერებზე, რომლებმაც პირველ ტურში მხარი დაგვიჭირეს, განხორციელდა უხეში ზეწოლა და შანტაჟი. ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში არჩევნებს აყალბებდა ე.წ. კარუსელის მეთოდით. ბევრმა ამომრჩეველმა საუბნო კომისიის წევრებს პირდაპირ დაანახა 41 შემოხაზული ბიულეტენი. ესეც ზეწოლის შედეგია. ხელისუფლება აგონიაშია და როგორც ჩანს ცუდად არც ისე კარგად აქვთ საქმე”, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.