ახალი ამბები

გელა სამხარაული – წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა 70%-მა დამიჭირა მხარი

 სამხარაულის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა დაუჭირა მხარი. 

“მხოლოდ 6 უბანია დასათვლელი. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე მოსულ ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-ის მხარდაჭერა მოვიპოვე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტურის მსგავსად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები”, – განუცხადა knews.ge-ს გელა სამხარაულმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის შაქრო ტერყერაშვილის მტკიცებით, მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება საარჩევნო უბნებზე იყენებდა ე.წ. საარჩევნო კარუსელს. მისი განმარტებით, ერთი და იგივე ადამიანები საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ აძლევდნენ ხმას. “ქართული ოცნების” შტაბში კი არჩევნების გაყალბებას გამორიცხავენ და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.