ახალი ამბები

კახეთში ამომრჩევლის აქტივობა საშუალოზე დაბალია

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის ამომრჩევლის აქტივობა საშუალოზე დაბალია.

რაც შეეხება კანდიდატებს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში დეპუტატობის შემდეგი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას: 

საგარეჯოს #23 მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და რომან მუჩიაშვილი (ქართული ოცნება).
გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ღვინიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება). 
ლაგოდეხის #26 მაჟორიტარული ოლქი: გურამ კაკალაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება). 
თელავის #27 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება). 
ახმეტის #28 მაჟორიტარული ოლქი: შაქრო ტერტერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და გელა სამხარაული (ქართული ოცნება).