ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი – მე ხმა გურჯაანის კეთილდღეობას მივეცი

დავით სონღულაშვილმა ხმის მიცემის შემდგომ, კომენტარი გააკეთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მეორე ტური კანონზომიერი იყო. გურჯაანელებს მეტი დრო ჭირდებოდათ დაფიქრებისთვის. ვიცი მოსახლეობის განწყობა, ვიცი საზოგადოების მოლოდინი, ვიცი რა ჭირდება გურჯაანს. მაქვს დიდი უპირატესობა, უდიდესი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, გურჯაანელების არჩევანშ. ეს არის თავისუფლება, ეს არის სწრაფი განვითარება და თითოეული გურჯაანელის ოჯახის კეთილდღეობა,“– განაცხადა დავით სონღულაშვილმა.