ახალი ამბები

კახეთის ხუთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური არ ტარდება კახეთის მეექვსე მაჟრიტარულ ოლქში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სიღნაღი/დედოფლისწყაროს 25-ე ოლქში 50%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების” მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახეთის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა. მან, პირველი ტურში მოუგო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატს ლევან ბჟანშვილს, რომელიც ასევე რეგიონის ყოფილი გუბერნატორია. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ირაკლი შიოლაშვილის 54% აქვს, ხოლო ლევან ბეჟაშვილს 26%.