TI – კახეთში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია
მისი განცხადებით, მიეხედავად მცირე ტიპის დარღვევებისა, არჩევნების პირველმა ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
,,საპარლამენტო არჩვნების პირველმა ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არის დარღვევები რაზედაც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა არ გამოკვეთილა ისეთი მასშტაბური დარღვევები, რომ რაიმე ტიპის გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესებზე. რამდენიმე კონკრეტულ შესაძო დარღვევაზე ვმუშაობთ და დაზუსტების შემდეგ გავასაჯაროებთ ინფორმაციას. რაც ძალიან მნიშნელოვანია, არის ის, რომ ამომრჩევლებმა თავისუფლად გამოხატეს საკუთარი ნება საარჩევნო უბანზე. საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში კი, დარღვევები თავიდან იქნება აცილებული”, – განაცხადა knews.ge-სთან ზურა მირზიკაშვილმა.