ახალი ამბები

ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

,, „თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში“, ეძღვნება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს. წიგნი გამოიცა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ლაგოდეხის განვითარების საპილოტე პროექტის ფარგლებში” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ღონისძიება 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება.
პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია CARE, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (ENPARD) ფარგლებში.