თბილისიდან კახეთის მიმართულებით საპირფარეშოები მოეწყობა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძეს თქმით, სველი წერტილების არარსებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორცქვეყნის, ასევე კონკრეტული ქალაქების დონეზე.
„ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები – გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იმავე შინაარსის. იქ იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია.პირველადი ამოცანაა, რომ ამ საკითხით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს. ნებისმიერ კერძო პირსა თუ კომპანიას შეეძლება, რომ მთავრობისგან გარკვეული პირობებით მიწა მიიღოს, რომელზეც შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
გარდა კახეთისა, საქართველოში კიდევ 2 ძირითად საგზაო არტერიაზე, ყაზბეგისა და დასავლეთის მიმართულებითაც იგეგმება მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა.