საგარეჯოში მცხოვრებ ეკომიგრანტ ახალგაზრდებს სემინარები ჩაუტარდათ
„ეკომიგრანტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამას“ ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI ახორციელებს.
პროექტის ხელმძღვნელის, ანუკი მოსიაშვილის განცხადებით, ტრენინგ-კურსი მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: აქტიური მოქალაქეობა, სამოქალაქო აქტივიზმი, მოხალისეობა, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, კონფლიქტებისა და მრავალფეროვნების მართვა, ლიდერობა, СV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა, პროექტის წერა.
,,ტრენინგ-კურსი ტარდება სოფლებში ნინოწმინდასა და უდაბნოში მცხოვრები ახალგაზრდა ეკომიგრანტებისთვის. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართება ახალგაზრდული ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა ეკომიგრანტების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ადვოკატირება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ანუკი მოსიაშვილმა.
პროექტი დაფინანსებულია “დემოკრატიის ინსტიტუტის” მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის “ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია” ფარგლებში.