თელავმა ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
ტურნირში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სპორტსმენმა თელავიდან, თბილისიდან და ქუთაისიდან.
,,ჩემპიონატი ჩატარდა საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. “ტურნირის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პარტნიორები კი არიან თელავის მერია, მსროლელთა და პარამსროლელთა კლუბი თელავი და საქართველოს პარალიმპიური სროლის ფედერაცია”, – განაცხადეს თელავის მერიაში.
ტყვიის სროლის ტურნირი თელავში პირველად ჩატარდა.