ახალი ამბები

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ექიმებს გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები უჩივიან

ჩირიკაშვილის ოჯახის წევრები რეანიმაციის ექიმსა და ექთნებს უჩივიან. მათი განცხადებით, 59 წლის ქეთევან ჩირიკაშვილი გულის უკმარისობით სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, თუმცა ის მედიკოსების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა.
,,პაციენტს მეორე დღეს ოპერაცია უნდა ჩატარებოდა. გულის უკმარისობით შეიყვანეს საავადმყოფოში და შემდეგ კარგად იყო, როგორ მოხდა, რომ გარდაიცვალა? დამნაშავეები არიან ექიმი და მორიგე ექთნები. გარდაცვლილს თავი აქვს გატეხილი და აღენიშნება სილურჯეები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ”, – განაცხადეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა.
ჩირიკაშვილის ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალში“ აღნიშნულ ფაქტის კომენტირებისაგან თავს იკავებენ.