ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება
რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონასტრებთან მოეწყო საინფორმაციო ცენტრები, სუვენირების მაღაზია, საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. პროექტის ფარგლებში დასრულდა 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის რეაბილიტაციაც. პროექტს, რომელიც 2015 წელს დაიწყო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს. ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად დღეს დაათვალიერა.
“პროექტების განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა”,- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას.