ლიტვის სახალხო თეატრი ხუთდღიანი ვიზიტით საგარეჯოში იმყოფება
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და ასევე ექსკურსიები საგარეჯოს და მის ფარგლებს გარეთ.
,,ჩვენი თეატრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიწვეული იყო ლიტვაში, ქალაქ კაუნასში, თეატრალურ დღეებზე, სადაც მან ლიტველი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,მე,შენ, ის“, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი გახლავთ.ამ ვიზიტმა ჩვენს თეატრსა და ლიტვის სახალხო თეატრს შორის მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი. ამჯერად, ლიტვის სახალხო თეატრს ვმასპინძლობთ,” – აცხადებენ გამგეობაში.