ახალი ამბები

გიორგი ღვინიაშვილი – ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლა და მუქარა ხორციელდება

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, მასალა პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტულ შემთხვევას ასახავს.
ღვინიაშვილი შესაბამისი უწყებების მხრიდან მომხდარ ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს.
,,ჩვენ, ზეწოლის დამადასტურებელი ახალი აუდიო მასალა გაასაჯაროვეთ. ,,ქართული ოცნების” კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება. გივი რამაზაშვილი, მეტსახელად ჭახანა, ნიკა მაზანაშვილს საპარლამენტო არჩევნებზე, 30 ოქტომბერს კომისიაში მისვლაზე უარის თქმას აიძულებს”, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. 
თავად გივი რამაზაშვილი კი მომხდარ ფაქტს უარყოფს.
სახალხო დამცველი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ნიკა მაზანაშვილზე მომხდარი შესაძლო ზეწოლის დეტალური მოკვლევის ჩატარებას გეგმავს.