ახალი ამბები

თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია 1 კვირაში დასრულდება

საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას კახეთის რეგიონში.
,,როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით მიმდინარეობს. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა. სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა”,– განაცხადა ჯავახიშვილმა.
ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. ბატონის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია.