კახეთში დღეს თოვლჭყაპია მოსალოდნელი
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს და ხვალ ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ღამის საათებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ნისლი. ღამით ტემპერატურა 1 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი 5 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.
სინოპტიკოსთა ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 28 ოქტომბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი ჰაერი 6 გრადუსამდე გათბება.
ამ წუთებში დედოფლისწყაროს რაიონში მცირე თოვლი ფიქსირდება.