ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება
საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია დარჩიაშვილოს განცხადებით, მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
,,აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი. პროქტის ფარგლებში ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები”, – განაცხადა დარჩიაშვილმა. პროექტის ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს.