დავით სონღულაშვილი – სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა ადამიანში სიკეთესა და სიყვარულს ბადებს (R)
22 ოქტომბერს,ეკლესიის ფუნდამენტის მშენებლობა დაიწყო. ტაძარი დარჩეთელი მიხეილ გოგინაშვილის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შენდება. საძირკველის მშენებლობას, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილიც ესწრებოდა. მან დარჩეთელებს ეკლესიის მშენებლობის დაწყება მიულოცა და საძრკველის ჩაყრის სამუშაოებშიც მიიღო მონაწილეობა.
„მინდა მივულოცო დარჩეთს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე. ბედნიერებაა, როცაჩვენი თანამოქალაქეები მნიშვნელოვანდროს უთმობენ სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვას, რომელიც ადამიანს სიმტკიცესა და გამძლეობას მატებს,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ეკლესია ერთბაზილიკიანი იქნება. მშენებლობაში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც. დავით სონღულაშვილი, სოფელ ნანიანის მოსახლეობასაც ესტუმრა და სოფლის მომავალი განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს გაესაუბრა/