ახალი ამბები

საგარეჯოში 210 ჰა მიწის ფართობზე სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-22 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2,7 კმ სიგრძის მილსადენი მოეწყობა. 
სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნენ.
„პროექტი, რომლის ღირებულებაც 274 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დასრულდება. ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 420 კმ სამელიორაციო არხს. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 100 ჰექტრიდან 14 880 ჰექტრამდეა გაზრდილი, ხოლო სადრენაჟე სისტემები 3 924 ჰექტარს ემსახურება“, – განაცხადა „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა.