დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიაში დაშავებული სამხედროს მდგომარეობა მძიმეა
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, გუშინ “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები კი თბილისში გადმოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.