ახალი ამბები

სიღნაღი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

,,ბარათაშვილის ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება კასრები, სადაც ტრადიციული წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. გამოცხვება თონის პური და კახური ნაზუქი, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სტუმრისთვის შესაძლებელი იქნება. ღვინის მარნები სტუმრებს ევროპულ ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებენ”, – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ფესტივალზე გამოვლინდებიან სიღნაღის საპატიო მოქალაქეებიც. ღვინის ფესტივალი ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ საქართველოს ასევე ბალტიისპირეთიდან, ინდოეთიდან და ინგუშეთიდან ჩამოსული ანსამბლებიც მიიღებენ.
ღვინის ფესტივალი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.