თელავის დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავენ
,,დღეს გაიმართება შეხვედრა მეორე ტურში გადასულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან ბატონებთან ირაკლი სესიაშვილთან და გელა სამხარაულთან. შეხვედრის მიზანია ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, მაღალი საარჩევნო კონკურენციის პირობებში საკუთარი პროგრამების კიდევ ერთხელ გაცნობა მოქალაქეებისათვის და ინფორმირებული, პრაგმატული და თავისუფალი არჩევანის გაკეთების წახალისება. შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები”, – აცხადებენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებს კონკურენციას გაუწევენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები.