თელავის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი 1 ნოემბერს დასრულდება
როგორც knews.ge-ს მერიის პრესსპიკერმა მურად ფანცქალაშვილმა განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
,,კონკურსის მიზანია თელავისა და თელაველების ამსახველი ფოტობანკის გამდიდრება, საინტერესო ფოტოხელოვანებისა და ფოტოგრაფიით დაინტერესებულ შემოქმედთა გამოვლენა, ფოტოგრაფიის წახალისება. კონკურსი გამოცხადდა სექტემბეში და დამთავრდება 1 ნოემბერს. ფოტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 12 წლის ასაკიდან ნებისმიერ ადამიანს”, – განაცხადა მურად ფანცქალაშვილმა.