თოვლის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა
როგორც Knews.ge-ს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, სოფელ ომალოში თოვლის საფარი 15 საინტიმეტრს აღწევს, აბანოს უღელტეხილზე კი 60 სანტიმეტრია. მისივე ინფორმაციით, თუშეთის გზა სავარაუდოდ დღეს გაიხსნება.
„გზის გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან მიმდინარეობს. თუ ნალექის ინტენსივობა არ მოიმატებს, გზა სავარაუდოდ დღეს გაიხსნება. ამჟამად თუშეთში რამდენიმე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები და სხვა ადგილობრივი მაცხოვრებლებიც იმყოფებიან“, – განუცხადა knews.ge-ს ლადო კახოიძემ.
ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი, ბარში კი წვიმა. კახეთის რეგიონში, ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 7-8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით 4-6 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 19 ოქტომბრის შუადღიდან გამოიდარებს.