სოფელ ჰერეთისკარში ფერმერთა საინფორმაციო სივრცე მოეწყო
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის” ინფორმაციით, პროექტი გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
,,ჩვენი ხელშეწყობით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სახელწოდებით ,,ცნობიერებით გავზარდოთ შესაძლებლობა”. სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის მოეწყო ერთიანი სივრცე, სადაც ისინი მიიღებენ საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცოდნას”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.
პროექტის განხორციელებისთვის 7085 ლარი დაიხარჯა.