ირაკლი სესიაშვილი გიორგი ბოტკოველის ბრალდებას პასუხობს
მისი თქმით, თელავში პარტიის ოფისის კარი ღიაა, ის ნებისმიერ მსურველს ხვდება და მათ პრობლემებზე ესაუბრება.
“ამ ოფისში ძალიან ბევრ ადამიანს ვხდები. ისინი მოდიან, გამოხატავენ თავიანთ წუხილებს, თავიანთ დამოკიდებულებას. მე არანაირი დეტექტორები არ მაქვს განვსაზღვრო ვინ არის კომისიის წევრი, ვინ არა. ვისაც სურვილი აქვს მოდის, ვსაუბრობთ პრობლემებზე და მათ შორის დარღვევებზე,“ – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ნაციონალური მოძრაობის” თელავი–ყვარლის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გაავრცელა კადრები, რომლებიც 10 ოქტომბერს არის გადაღებული. მისი განმარტებით, ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდიან ქართული ოცნების ოფისიდან რაიონის საარჩევნო უბნების ერთ-ერთი თავმჯდომარე და სხვადასხვა თანამშრომლები.