ახალი ამბები

კახეთში მევენახეობის კუთხით 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ინვესტიციის განხორციელებას ირანული კომპანია გეგმავს.
,,კახეთის რეგიონში მევენახეობის მიმართულებით 28 მილიონი დოლარის ინვესტიციის საფუძველზე ეკოლოგიურად სუფთა საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე მუშაობს და ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სავიზო პოლიტიკის კუთხით ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს. უკვე შევხვდით ირანულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცია ARIC LLC-ის ხელმძღვანელს აფზალ რავარის. შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ ბარიერებს, რომელიც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს ქვეყანაში”, – განაცხადა მაია მელიქიძემ.