კაჭრეთში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება
,,სოფლად მცხოვრები ქალების“ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კაჭრეთის კოლეჯის ეზოში გაიმართება ღია გამოფენა-გაყიდვა, სადაც სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფერმერი ქალები გამოფენა-გაყიდვაზე გამოიტანენ სოფლის პროდუქტებს და ტრადიციული რეწვის ნამუშევრებს.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა კონფერენციას „ფერმერი ქალები სოფლის მდგრადი განვითარებისთვის“. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე 16 ოქტომბერს, 12 საათზე, დაიწყება. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.