პოლიციამ გამოავლინა რისკის ზონები, რომლებზეც მეორე ტურში ყურადღება გამახვილდება
შეხვედრაში NDI-ს, IRI-ს, ეუთოსა და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტების რეაგირების მექანიზმებზე და ყურადღება გაამახვილა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობაზე.
საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის მხრიდან დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებებითაც დაინტერესდნენ.
,,პოლიციამ არჩევნების დღეს გამოავლინა დამატებითი რისკის ზონები, რომლებზეც მეორე ტურში ყურადღება გამახვილდება. მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებსაც განახორციელებენ”,– განაცხადა შალვა ხუციშვილმა.