თელავში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება
აქტივობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის პროფესორ ნოკოლაი კოვალევთან თანამშრომლობით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით იმართება.
,,დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩავატარეთ კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან ნიკოლაი კოვალევთან ერთად. როგორც იცით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, არაერთი გახმაურებული საქმე, თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები,“ – განაცხადა ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ.
2017 წლის იანვრიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თელავის რაიონულ სასამართლოშიც ამოქმედდება.