ენმ–ს საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატი– აუცილებლად გავიმარჯვებთ
მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას და არ აპირებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიას უბრძოლველად დაუთმოს.
ჭიაბერაშვილი ყურადღებას ,,პატრიოტთა ალიანსის” დაპირებებზეც ამახვილებს. მისი თქმით, აღნიშნული პარტიის დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს მოსახლეობას ჰპირდებოდა საპენსიო ასაკის დაწევას, რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იყო.
“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო საპენსიო ასაკის დაწევა – ქალებისთვის 55, მამაკაცებისთვის 60 წლამდე. რადგან ამ პარტიის ლიდერი საგარეჯოში იყრიდა კენჭს და ამ იდეის პოპულარიზაციას ეწეოდა, ბუნებრივია, ეს საკითხი წამოიჭრებოდა ხოლმე ჩემს წინასაარჩევნო შეხვედრებზეც. თვით ენმ-ს ზოგიერთი მხარდამჭერის ყურსაც სასიამოვნოდ ხვდებოდა ქვეყნისა და მისი ყოველი მოქალაქისათვის საზიანო ეს იდეა. ჩემი რეაქცია ამ საკითხზე ყოველთვის იყო მკვეთრად უარყოფითი. მოსახლეობას ვეუბნებოდი, რომ ეს ტყუილი დაპირება იყო და შეუძლებელი იყო მისი განხორციელება. პოლიტიკოსი, რომელსაც არ შეუძლია, უარი თქვას იმ ხაზზე, იმ გზაზე, რაც, მისი მყარი რწმენით, ზიანს მიაყენებს მის ქვეყანას, მის პარტიას და მის იდეალებს, თუნდაც ამას ამომრჩევლის თუ მისივე პარტიის მხარდამჭერების ნაწილი ითხოვდეს, განწირულია წარუმატებლობისათვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, -წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.