სტატიები

აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნითსაერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

სოფლის   მეურნეობის   მინისტრის   მოადგილემ   საქართველოს   სოფლის მეურნეობის  განვითარების სტრატეგიაზე და დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. იური ნოზაძემ ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა დაახალ გამოწვევებზე გაამახვილა. ვიზიტის   ფარგლებში   ქართულმა   დელეგაციის   წევრებმა   აზერბაიჯანის სახელმწიფო   აგრარული   უნივერსიტეტის  სასწავლო   და  ექსპერიმენტული ბაზა დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში  მონაწილეობა  16 ქვეყნის (გერმანია, თურქეთი,   ჩეხეთი,   ბულგარეთი,   საბერძნეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ტაილანდი, ბანგლოდეში,   ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, უზბეკისთანი) წარმომადგენელმა მიიღო. კონფერენციას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბერიძე,   სოფლის მეურნეობის   სამეცნიერო-კვლევითი   ცენტრისა   და   სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.