სოფელ იორმუღანლოს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
როგორც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ განაცხადეს, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ გაზსადენზე განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოებია.
,,სოფელ იორმუღანლოს გაზის მიწოდება „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 48-ზე დაგეგმილი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო შეუწყდება. აღნიშნული გაზსადენის რეაბილიტაცია 13 ოქტომბერს, 08:00 საათიდან, დაიწყება და 14 ოქტომბრის 08:00 საათამდე გაგრძელდება. კომპანია შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას”,– განაცხადეს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“.