ალვანში ქალთა კოოპერატივმა ჩურჩხელას წარმოების პროცესი გადადო
კოოპერატივის დამფუძნებელი ლია პაპიაშვილის ინფორმაციით, კომპანიამ ახმეტაში, აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც შეისყიდა, ამ დროისთვის კი თახნების მოძიება მიმდინარეობს. პარარელურად ხდება საწარმოეს პროექტირებაც.
,,ამ დროისთვის ოჯახურ პირობებში მცირე რაოდენობთ ვაწარმოებთ ჩურხელას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ერთიანი აგროკრედიტების პროგარამაში ვერ ვერტვებით, რადგან ბანკი ქონებით უზრუნველყოფას ითხოვს. ერთი საცხოვრებელი სახლი მაქვს ვაკეში, ამ ბინას ნამდვილად ვერ ჩავდებ. ისედაც, არ არის სწორი ერთდაერთი საცხოვრებელი ადგილის ბანკში ჩადება. ამხელა რიკს ვერ გავწევ,” – განაცხადა პაპიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა კოოპერატივმა ჩურჩხლის წარმოება გასულ წელს დაიწყო. ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ფასი 2,5-3 ლარია.