ახალი ამბები

კახეთში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12 და 13 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 
14–დან 17 ოქტომბრამდე გამოიდარებს, თუმცა დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ რაიონში ნისლსაც ვარაუდობენ. 18 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.