ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით თელავში შესაძლოა არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს
სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ათი მაჟორიტარული ოლქის წინაწარი გამოკითხვების შედეგი, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით დაითვალა TNS-მა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. გამოკითხვის წინაწარი შედეგების მიხედვით ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა -ირაკლი სესიაშვილმა ხმების 48,3 % მიიღო, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 28,5%, ,,პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა მამაცაშვილმა ხმების 6,2% ხოლო ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ დეპუტატობის კანდიდატმა ვანო გალახვარიძემ ხმების 5,0% მიიღო.

