ირაკლი სესიაშვილი- ჩვენი მონაცემებით თელავში დიდი პროცენტით გავიმარჯვეთ
მიუხედავად იმისა, რომ წინააწარი გამოკითხვების მონაცემების შედეგების მიხედვით, რომელიც რომელიც ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით დაითვალა TNS-მა თელავის #27 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, ქართული ოცნების თელავი-ყვარლის დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი სესიაშვილს დიდი პროცენტით გამარჯვების იმედი აქვს. მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ „ თელავში პირველივე ტურში გაიმარჯვა. ,,ჩვენი მონაცემებით დიდი პროცენტით მოვიგეთ თელავში, და სავარაუდოდ საბოლოო შედეგები მეტი იქნება . ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში. თითქმის 4,5 %-ით გავუსწარით”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. არჩევნების საბოლოო შედეგებს ელოდება ,, ნაციონალური მოძრაობის ” თელავი-ყვარლის დეპ უტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. მისი ინფორმაციით თელავში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ,,საინტერესოა წინასწარი შედეგები და გამოჩნდა რომ მოსახლეობას აღარ გააჩნია ხელისუფლების ნდობა. ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი ბოლომდე. დაველოდებით საბოლოო შედეგებს. ჩვენ არამარტო თელავში არამედ სხვა ოლქებშიც საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს”-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. შეგახსენებთ, გამოკითხვის წინაწარი შედეგების მიხედვით ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა -ირაკლი სესიაშვილმა ხმების 48,3 % მიიღო, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 28,5%, ,,პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა მამაცაშვილმა ხმების 6,2% ხოლო ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ დეპუტატობის კანდიდატმა ვანო გალახვარიძემ ხმების 5,0% მიიღო

