ახალი ამბები

ახმეტის კანდიდატი – ადგილი აქვს ამომრჩევლების ზეწოლის ფაქტებს

   ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და გამგებლის რწმუნებულების მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებს. ,,ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ სარგებლობს სოციალური დახმარებით მოსარგებლეებზე, პენსიონერებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიმართ ხდება ზეწოლის ფაქტები. მიდიან და ეუბნებიან, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცენ მმართველ პარტიას“, – განაცხადა ტერტერაშვილმა. მისივე თქმით, ახმეტაში ადგილი არ ქონია არც სიტყვიერ და არც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.