საგარეჯოს #8 საარჩევნო უბანზე კომისიის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა
როგორც knews.ge-საგარეჯოს #11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ მღებრიშვილმა განუცხადა, საჩივარი უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის წინააღმდეგ დაიწერა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობდა საუბნო კომისიის საქმიანობაში ჩარევას, რითაც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას უშლიდა ხელს. ,,საჩივრის დაწერის შემდეგ უბანზე შექმნილი დაძაბული სიტუაცია განიმუხტა. ამ დროისთვის უბანზე არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.

