ახალი ამბები

ხვალ თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

მუსიკოსი ბლახერი  კამერულ მუსიკას ასრულებს კირილ გერშტეინთან და კლემენს ჰაგენთან ერთად; ატარებს კონცერტებს ვასილი ლობანოვთან, ნატალია გუტმანთან, ვოლ რამ კრისტთან და ალოიზ პოშთან ერთად ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბადენ-ბადენში, ბერლინში, ფლორენციასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე, ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრს უდირიჟორებს სახელგანთქმული პოლონელი დირიჟორი პაველ პშიტოცკი.
„მოხარულები ვართ, რომ მაესტრო პშიტოცკიმ გამონახა დრო თავის გადატვირთულ საკონცერტო განრიგში ჩაესვა თელავის ფესტივალი.
პაველ პშიტოცკი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლონელი დირიჟორია. მას ხშირად იწვევენ როგორც პოლონეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ისეთი ორკესტრები, როგორებიცაა: ბუდაპეშტის საკონცერტო ორკესტრი, ქ. ხალაპას სიმფონიური ორკესტრი მექსიკაში, გალისიის ფილარმონიული ორკესტრი ესპანეთში, ბრატისლავის Capella Istropolitana და სლოვაკეთის ფილარმონიული, ჰალეს სახელმწიფო ფილარმონიული და ვესტფალიის ახალი ფილარმონიული ორკესტრები გერმანიაში, ბილკენტის სიმფონიური ორკესტრი თურქეთში, იანაჩეკის სახელობის ფილარმონიული ორკესტრი ჩეხეთში, უკრაინის სახელმწიფო სიმფონიური, ჩილეს სანტიაგოს ფილარმონიული ორკესტრები, ხაიფას ახალი სიმფონიური, ზაგრებისა და ბუფალოს ფილარმონიული ორკესტრები, – განაცხადეს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თელავის თეატრის სალაროში და ვებ-გვერდზე www.biletebi.ge

ფასი: 15, 25, 35 ლარი

გაეცანით ფესტვალის პროგრამას: 

მასტერკლასები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში!

9-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ღია მასტერკლასები გაიმართება, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

ელისო ვირსალაძის მასტერკლასები:

9 ოქტომბერი 12.00
გიორგი გიგაშვილი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (ნიჭიერთა ათწლედი) X კლასის მოსწავლე
პროფესორ რევაზ თავაძის კლასი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სონატა N12 F Dur K332

13 ოქტომბერი 11.00
ირმა გიგანი – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის III კურსის სტუდენტი
პროფესორ მანანა დოიჯაშვილის კლასი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – სონატა B Dur KV.333
სერგეი რახმანინოვი – ეტიუდი-სურათი N2 a moll თხზ.39

13 ოქტომბერი 12.30
ნათია ნატროშვილი – ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის III კურსის სტუდენტი
პროფესორ ედიშერ რუსიშვილი კლასი

სერგეი რახმანინოვი – ვარიაციები კორელის თემაზე თხზ. 42

გიორგი ქობულაშვილის მასტერკლასები:

11 ოქტომბერი 11.30
13 ოქტომბერი 15.00
სანდრო გოგატიშვილი (ჰობოი) – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (ნიჭიერთა ათწლედი) XIIკლასის მოსწავლე
პროფესორ გიორგი ბერიძის კლასი

იოზეფ ჰაიდნი – კონცერტი ჰობოისა და ორკესტრისათვის C Dur პირველი ნაწილი

11 ოქტომბერი 13.00
13 ოქტომბერი 16.30
ლუკა თოთაძე (კლარნეტი) – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (ნიჭიერთა ათწლედი) IXკლასის მოსწავლე
პედაგოგ შოთა გოგოძის კლასი

პეტრე ჩაიკოვსკი – “წელიწადის დრონი” – “ოქტომბერი”
კარლ მარია ვებერი – ინტროდუქცია, თემა და ვარიაციები თხზ. 33

ხათუნა კოკოჩაშვილის მასტერკლასები:

10 ოქტომბერი 11.30
მიხეილ ოთარაშვილი – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის VIII კლასის მოსწავლე 
პედაგოგ ლელა ონიანის კლასი

ფრანც შუბერტი – ექსპრომტები თზხ.90 N1 c moll, N2 Es Dur

10 ოქტომბერი 13.00
ეკატერინე ნიკოლაძე – ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლის VI კლასის მოსწავლე
პედაგოგ თინათინ ენდელაძის კლასი

ფერენც ლისტი – ეტიუდი ” ნადირობა” E Dur 
იოჰან სებასტიან ბახი – ფრანგული სიუიტა N2 c moll ალემანდა
იოზეფ ჰაიდნი – სონატა D Dur N2 HobXVI/37
იოჰანეს ბრამსი – ინტერმეცო თხზ.118 N2 A Dur

12 ოქტომბერი 11.30
მარიამ ჭანკვეტაძე – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (ნიჭიერთა ათწლედი) VIII კლასის მოსწავლე
პედაგოგ ნატო მაღალაშვილის კლასი

ვერდი-ლისტი – საკონცერტო პარაფრაზი “რიგოლეტო”

14 ოქტომბერი 11.30 
ცოტნე სიდამონიძე – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (ნიჭიერთა ათწლედი) VIII კლასის მოსწავლე
პედაგოგ ნატო მაღალაშვილის კლასი

ფრედერიკ შოპენი – ეტიუდები თხზ.10 N4 
თხზ.25 N12

14 ოქტომბერი. 13.00
ბუბა ჩხიკვაძე – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის III კლასის მოსწავლე
პედაგოგ მარინა გურულის კლასი

იოჰან სებასტიან ბახი – ფრანგული სიუიტა N2 c moll ალემანდა
ჩერნი-გერმერი – ეტიუდი N16 მეორე რვეული
იოზეფ ჰაიდნი – სონატა C Dur Hob16/ G.1 პირველი ნაწილი
ისააკ ბერკოვიჩი – ტოკატა a moll