ახალი ამბები

ახმეტაში არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა დაფიქსირდა

 კახეთი ახმეტის მუნიციპალიტეტის #28 მაჟორიტარული ოლქში არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა დაფიქსირდა. ფაქტს ადასტურებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. მომხდარს knews.ge-სთან არ ადასტურებს ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე. ,,ამ დრომდე ჩვენს 50 საარჩევნო უბანზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა და არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა არ დაფიქსირებულა. არ მომხდარა არცერთი სიტყვიერი თუ რაიმე სახის დაპირისპირება, არც დაძაბულ ვითრებას ქონია ადგილი. ამ დრომდე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ნორმალურ გარემოში“, – განმარტავს მინდია იუკურიძე.