ახალი ამბები

მხარდამჭერების მობილიზების ფაქტები საგარეჯოში

საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების პროცესს ,,სახალხო დამცველის’’ წარმომადგენლობა აკვირდება. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანუკი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მათი მისიაა ადამიანის უფლებათა და საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტების აღმოჩენა.

,, ამჟამად უკვე ვიყავით 12 საარჩევნო უბანზე, მათ შორის იორმუღანლოს თემის 9 საარჩევნო უბანზე. რაც შეეხება იორმუღანლოს თემს შედარებით სიმშვიდეა, თუმცა შეინიშნება მხარდამჭერების მობილიზების ფაქტები მარშუტკებით. ასევე იყო ფაქტები, რომ უბანზე საარჩევნო კაბინაში ორი ამომრჩევლის ერთად შესვლის ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად კი საგარეჯოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში’’,- განუცხადა knews.ge-ს ანუკი მოსიაშვილმა.