ახალი ამბები

ხმაური ლამბალოს 44-ე უბანზე

 სოფელ ლამბალოს #44 საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. Knews.ge-ს ინფორმაციით, დამკვირვებლებმა საარჩევნო კაბინაში დააფიქსირეს ორი ამომრჩეველი, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ ბიულეტენების წაკითხვაში. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ფახრათ ალიევმა knews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ იგივე პიროვნებებმა რამდენიმე სხვა ადგილობრივსაც გაუწიეს დახმარება, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ,,ასე არ შეიძლება, რომ 2 ადამიანი შედიოდეს კაბინაში ერთმანეთის დახმარების მიზნით. ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, რადგან შესაძლოა, რომ სხვა ამომრჩევლებზე ზეგავლენა მოახდინოს“, – განაცხადა ფახრათ ალიევმა. უბნის კომისიის თავმჯდომარე დურსუნ კარიბოვი knews.ge-სთან აცხადებს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება დროულად მოგვარდა.