არჩევანი სხვისი პირადობის მოწმობებით
ჩვენი ინფორმაციით, თელავის 46-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობით აძლევენ ხმას. ამის შესახებ „კახეთის ხმას“ მოქალაქეებმა აცნობეს. ინფორმაცია გადავამოწმეთ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძე არ ადასტურებს. „ამ დარღვევის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. გადავამწმეთ საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუმცა ეს ფაქტი არ დადასტურდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისან და პოლიტიკური პარტიების წრამომადგენლებს საჩივრით ჩვენთვის არ მოუმართავთ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.

